Wednesday, October 17, 2018

Monday, October 15, 2018

წრეობრივი მუშაობა


მათემატიკის წრე

წრის დასახელება: „ასკინკილა“
სკოლა: სსიპ ქალაქ თბილისის N151 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: I კლასის მოსწავლეები
ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი
                             ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს (40 წთ)
                             სამშაბათი : 12:50 საათი
                             ხუთშაბათი : 12:10 საათი
ხელმძღვანელი: ეკატერინა სებისკვერაძე



საწრეო მუშაობის მიზნები:
-მოსწავლეებს განუვითარდებათ:
·         ყურადრების კონცენტრაცია;
·         ანალიტიკური აზროვნების უნარი- მოვლენათა შორის კავშირისა და მიმართების დამყარების უნარი;
·         ლოგიკური დამახსოვრების უნარი;
·         ნიმუშით ხელმძღვანელობის უნარი;
·         შემეცნებითი უნარები: აღქმა, მეხსიერება, აზროვნება;
·         მეტყველების უნარები: აზრის სიტყვებით ჩამოყალიბება და სხვისი მეტყველების გაგება;
·         რიცხვების, რიცხვითი სახელებისა და რაოდენობების ერთმანეთთან შესაბამისობის უნარი;
·         რაოდენობების  შეფასებისა და შედარების უნარი;
·         არითმეტიკული  აზროვნება;
·         ფიგურათა  დაჯგუფების ,  ამოცნობის  უნარის  განვითარება ;
·         მარტივი  კანონზომიერებების  ამოცნობა  და  განვრცობა;
·        კომუნიკაციის უნარი;



მოკლე მიმოხილვა

საწრეო მუშაობის პროფილი

 სასკოლო საგნებს შორის მათემატიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანს წარმოადგენს. მათემატიკა დიდ გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, ასევე მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობა მათემატიკაში პირდაპირ აისახება სხვა საგნებში მის სასწავლო მიღწევებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველივე კლასიდანვე საფუძვლიანად შეისწავლოს ბავშვმა მათემატიკა. შეიყვაროს, დაუმეგობრდეს მას და დაეუფლოს მათემატიკურ ცოდნას.
          საწრეო მუშაობაზე მოსწავლეებს  საშუალება  მიეცემათ  დამატებითი  სავარჯიშოების  დახმარებით  განიმტკიცონ  სასკოლო  საპროგრამო  მასალა. მოხდება კლასში შესწავლილი საკითხების განმტკიცება და გაღრმავება.  მოსწავლეებს ექნებათ მეტი დრო დამოუკიდებლად მუშაობისთვის. სხვადასხვა ინტერაქტიული აქტივობებით, ლოგიკური სავარჯიშოებით , განმავითარებელი თამაშებით მოსწავლეები უკეთესად გაიაზრებენ და შეითვისებენ ახლადშეძენილ ცოდნას. წრეობრივი მუშაობა დაეხმარება მშობლებს, ბავშვების დროის სწორად ორგანიზებაში. წრეობრივი მუშაობა ბავშვების დროის უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს.
          წრეობრივ მუშაობაზე ბავშვებს გამოუმუშავდებათ ერთ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისის მოსმენის უნარი, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის ძიების უნარი. მოსწავლეები  დაეჩვევიან  ლოგიკურად  აზროვნებას.   „ფაზლების“ ,   თავსატეხების, სხვადასხვა სახის ამოცანების ამოხსნა მოსაზრებულობაზე მათ გონებას უფრო მოქნილს გახდის.  დაინახავენ, რომ მათემატიკა საინტერესოა, შეიყვარებენ და დაუმეგობრდებიან მას.


N


თემის დასახელება
საათების რაოდენობა
1
16.10.2018
ციფრების/რიცხვების აღმოჩენა
რიცხვები 1-დან 5-მდე
ლაბირინთი

1სთ.
2
18.10.2018
რაოდენობების გამოსახვა სხვადასხვა მოდელით(ხაზებით, დომინოს მსგავსი წერტილებით)
1სთ.
3
23.10.2018
იმდენივე, მეტი, ნაკლები
 თავსატეხი
1სთ.
4
25.10.2018
რაოდენობების დადგენა
რიცხვები 5-დან 10-მდე

1სთ.
5
02.11.2018
რაოდენობები და ხაზები
რაოდენობის სხვადასხვაგვარად გააზრება
ფაზლი
1სთ.
6
05.11.2018
რიცხვების შედგენილობა
თავსატეხი
1სთ.
7
09.11.2018
გეომეტრიული ფიგურები
1სთ.
8
11.11.2018
შეკრება
ამოცანები შეკრებაზე

1სთ.
9
16.11.2018
გამოკლება
ამოცანები გამოკლებაზე

1სთ.
10
18.11.2018
მიმდევრობა

1სთ.
11
23.11.2018
სტრიქონი, სვეტი

1სთ.
12
25.11.2018
რიგობითი რიცხვები

1სთ.
13
30.11.2018
არეების საზღვარი

1სთ.
14
01.12.2018
რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია?

1სთ.
15
06.12.2018
5-მდე შევსება

1სთ.
16
08.12.2018
10-მდე შევსება

1სთ.
17
13.12.2018
რიცხვების კიბე

1სთ.
18
15.12.2018
საანგარიშო სამკუთხედი

1სთ.
19
20.12.2018
ცხრილი და ციფრები

1სთ.
20
22.12.2018
შესაკრებები და ჯამი

1სთ.
21
27.12.2018
საკლები,  მაკლები, სხვაობა

1სთ.


ამოცანები შეკრებაზე

ამოცანები შეკრებაზე